Sunday, September 4, 2016

მეორე დღის ტრენინგი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო პირადად ჩემთვის. შევისწავლე ბლოგის შექმნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ და დავნერგავ ჩემს  საგაკვეთილო პროცესში. აღნიშნული გამომადგება რომ კარგად ვითანამშრომლო ჩემს კოლეგებთან, გავეცნო სხვადასხვა სკოლის მასწავლებლის მიერ შექმნილ სასწავლო პროცესებს. ყოველთვის მაინტერესებდა პროექტზე მუშაობა, როგორ შემექნა და რისთვის მიმექცია ყურადღდება, როგორ დამეცვა თანამიმდევრობა, რას მოითხოვდა ჩემგან, როგორც მასწავლებისგან და რა უნდა გაეკეთებინა მოსწავლეს, როგორ მოეძიებინა საჭირო რესურსი თუ მასალა პროექტისთვის. ამ ტრენინგის საშუალებით ამის შესაძლებლობა მომეცა. გარდა ამისა საინტერესო იყო პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე სხვადასხვა ბუკლეტებისა თუ ფორმატების დამზადება მოსწავლეთა დახმარებით, შემდეგ კი მათი განოყენება.

2 comments:

  1. კარგია, რომ თქვენ დაინახეთ, თუ რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს პროექტი, დაუკავშირეთ თქვენი პრაქტიკული საქმიანობა ტრენინგზე მიღებულ ცოდნას. აფასებთ თითოეული კომპონენტის საჭიროებას პროექტისთვის

    ReplyDelete
  2. გისურვებ წარმატებებს,იმედია კარგად შეისწავლი და დანერგავ ყველა სიახლეს.

    ReplyDelete